მსოფლიო
04/07/2023

Tesla ელექტრომობილებზე ფასებს ამცირებს და გაყიდვებს რეკორდულად ზრდის

ილონ მასკის კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთელ მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის - 466 140 ავტომობილი გაყიდა.

შესაბამისად, ელექტრონული მანქანების ამერიკულმა მწარმოებელმა აღნიშნულ პერიოდში გლობალურ ბაზრებზე მიწოდება 83%-ით გაზარდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ზრდა გამოწვეულია ელექტრომობილების ფასების სწრაფი კლებითა და დიდი ფასდაკლებებით, რაც ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებითაა განპირობებული.

აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში რეალიზებულ ავტომობილებს შორის უმეტესი წილი Model 3 და Model Y-ზე მოდის. ასევე კომპანიამ პრემიალური მოდელების Model S-სა და Model X-ის 19500-მდე ერთეული გაყიდა.

ინვესტორთა ნაწილს მიაჩნია, რომ  Tesla-ზე ფასების შემცირება პიკურ მაჩვენებელს მეორე კვარტალში მიაღწევს.

მეორე კვარტალში აშშ-ში  Tesla-ს მოდელებზე 7500-დოლარიანი საგადასახადო შეღავათი დაწესდა. გარდა ამისა, კომპანიამ ამერიკულ ბაზარზე ფასები 14-25%-ით შეამცირა.

ფასების კლებამ პირველ კვარტალში Tesla-ს მოგების 24%-იანი კლება გამოიწვია და ეს მაჩვენებელი 2,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე  3300 ელექტრომობილია, რაც ერთი წლის წინა წლის მაჩვენებელს 27%-ით აღემატება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023