მსოფლიო
20/02/2023

Tesla 362 000 ავტომობილს უკან იწვევს

Tesla-მ განაცხადა, რომ 362,000 ამერიკულ მანქანას გაიწვევს. მიზეზი თვითმართვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაა. აშშ-ის მარეგულირებელი ორგანიზაციის შეფასებით, მძღოლის დახმარების სისტემა სათანადოდ არ იცავს საგზაო მოძრაობას, უსაფრთხოებას და შესაძლოა, გამოიწვიოს ავარიები.

აშშ-ის საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) განმარტებით, Tesla-ს პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს მანქანას გადააჭარბოს სიჩქარის დასაშვებ ზღვარს, გადაკვეთოს გზაჯვარედინები არაპროგნოზირებადი გზით, რაც ავარიის რისკს ზრდის.

Tesla პროგრამულ უზრუნველყოფას უფასოდ განაახლებს. ელექტრომობილების მწარმოებელმა განაცხადა, რომ არ პროგრამული ხარვეზით გამოწვეული დაზიანებების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ფიქსირდება.

გაწვევა მოიცავს 2016-2023 წლების Model S და Model X მანქანებს, 2017-2023 Model 3-ს და 2020-2023 Model Y მანქანებს, რომლებიც აღჭურვილია FSD Beta პროგრამული უზრუნველყოფით.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Tesla-ს აქციები 3,6%-ით, 206,62 დოლარამდე დაეცა.

Businesspartner