მსოფლიო
08/02/2021
TAP-ის ამოქმედებამ იტალია გაზის ექსპორტიორი გახადა
ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ამოქმედების შემდეგ, იტალია გაზის ექსპორტიორი გახდა.
ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ამოქმედების შემდეგ, იტალიამ იანვარში საფრანგეთში 36 მლნ კუბ. მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, შვეიცარიას კი, დაახლოებით 4 მლნ კუბ. მეტრი გაზი მიაწოდა.
იტალიური მედია წერს, რომ ბაზარზე ამ „რევოლუციას“ ტექნიკური ხასიათი აქვს, რადგანაც განხორციელებული ინვესტიციებით, იტალიის და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ გაზსადენებს „უკან გატარების“ შესაძლებლობაც აქვს.
შეგახსენებთ, 2020 წლის 31 დეკემბრიდან TAP-ი ამოქმედდა, გაზსადენის სიმძლავრე 10 მლრდ კუბ.მეტრია. გაზსადენი უერთდება ტრანს-ანატოლიურ გაზსადენს (TANAP) და სამხრეთ- კავკასიურ გაზსადენს. ამ ხაზის ამოქმედებით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება დაიწყო.