მსოფლიო
03/03/2021

Starbase - ილონ მასკი ახალი ქალაქის დაარსებას გეგმავს

ილონ მასკი ახალი ქალაქის დაარსებას გეგმავს. გეგმის შესახებ Tesla -ს და SpaceX -ის დამფუძნებელმა Twitter -ზე დაწერა. ილონ მასკის ცნობით, ახალ ქალაქს Starbase დაარქმევს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, საუბარია ტეხასში მდებარე, სოფელი ბოკა-ჩიკას და მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ სოფელში SpaceX -ის საცდელი პოლიგონი მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ბიზნესმენს დიდი ალბათობით წინააღმდეგობა შეხვდება, რადგანაც „ერთი ტვიტი ამისთვის არასაკმარისია“ და მასკს ბევრი „წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს“.

მოგვიანებით მასკმა განმარტა, რომ ახალი ქალაქის ტერიტორია ბევრად დიდი იქნება, ვიდრე ბოკა-ჩიკა.

ილონ მასკი 177 მლრდ დოლარით, ამ დროისათვის, პლანეტაზე სიმდიდრით მეორე ადამიანია.

Businesspartner