Silicon Valley Bank-ის აქტივები გასაყიდად გამოვა
კალიფორნიის საბანკო მარეგულირებლებმა SVB Financial Group დახურეს. Silicon Valley Bank-ის კოლაფსი ყველაზე მასშტაბურია ფინანსური კრიზისის შემდეგ.
სტარტაპზე ორიენტირებული კრედიტორების კრიზისმა გლობალური ბაზრები მოიცვა და საბანკო აქციები აზარალა.
მარეგულირებელმა აქტივების განკარგვა „დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციას“ (FDIC) გადააბარა. სწორედ მას უნდა მიმართონ დაზარალებულმა კრედიტორებმა.
Silicon Valley Bank პირველი FDIC დაზღვეული დაწესებულებაა, რომელიც წელს წარუმატებელი აღმოჩნდა. კორპორაციის დაზღვეული ინსტიტუტი ბოლოს 2020 წლის 23 ოქტომბერს (Almena State Bank, Almena, Kansas).
FDIC-მა განაცხადა, რომ შეეცდება გაყიდოს SVB-ის აქტივები და რომ მომავალში შესაძლებელია, დივიდენდის გაცემა დაუზღვეველ მეანაბრეებზე.
ანალიტიკოსების განცხადებით, SVB-ში არსებული პრობლემები ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ავლენს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო და სხვა ცენტრალური ბანკების ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ბანკებს - საუბარი იმაზე, რომ იაფი ფულის ეპოქა დასრულდა, ბაზარზე დაუცველობას აჩენს.