Shell-ის მოგება $10 მლრდ-მდე გაიზარდა
Shell-მა პირველი კვარტლის წმინდა მოგების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მოგება 9,65 მილიარდი დოლარია. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს აჭარბებს, რადგან საწვავისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ვაჭრობაზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება.
მოსალოდნელზე მაღალი მოგება აქვთ კონკურენტ კომპანიებს, მათ შორის BP-ისა და Exxon Mobil-ს - სექტორი ძლიერი მოთხოვნითა და ფასების მერყეობით სარგებლობს. მოსალოდნელზე მაღალი კვარტალური მოგების შესახებ იტყობინება ნორვეგიული Equinor-იც.
პირველ კვარტალში Shell-ის ინტეგრირებული გაზის ბიზნესი გარკვეულწილად, ბუნებრივი აირის დაბალმა ფასებმა აზარალა, რომლის მოგებაც 18%-ით, 4,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. თუმცა, ეს შემცირება დაბალანსებულია 139%-იანი ნახტომით ქიმიური და გადამუშავებული პროდუქტების განყოფილებაში ზრდით, რომელმაც 1,8 მილიარდ დოლარამდე მოგებას მიაღწია.
ლონდონის ბირჟაზე კომპანიის აქციები 2.7%-ით გაიზარდა. Shell-მა დივიდენდი უცვლელად შეინარჩუნა - $0,2875 ერთ აქციაზე და ასევე შეინარჩუნა თავისი აქციების გამოსყიდვის გეგმა - სტაბილურად $4 მილიარდით მომდევნო სამი თვის განმავლობაში.
2023 წლის თებერვლამდე კომპანიამ 19 მილიარდი დოლარის აქციები გამოისყიდა, რაც თითქმის გაორმაგებულია 2019 წლის პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით.