მსოფლიო
08/09/2023

შარლ მიშელი: რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა უნდა შეწყდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადა მას შემდეგ, რაც გამოვიდა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.

"სკანდალურია, რომ რუსეთი, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შემდეგ, ბლოკავს და უტევს უკრაინის პორტებს. ეს უნდა შეწყდეს", - განუცხადა მიშელმა ჟურნალისტებს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში G20 სამიტის წინ.

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან ივლისში გამოვიდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ვერ შეასრულა აფრიკაში ის მიზანი, რასაც შიმშილობის შეწყვეტა ერქვა. მას შემდეგ კრემლმა სთხოვა თურქეთს, რომ დახმარება გაუწიოს მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტის კუთხით, უკრაინის ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვს სულ რაღაც რამდენიმე კვირა დარჩა აფრიკის ექვსი ქვეყნისთვის უფასო მარცვლეულის მიწოდებამდე.

„კრემლის მიერ აფრიკისთვის ერთი მილიონი ტონა მარცვლეულის შეთავაზება აბსოლუტურად ცინიკურია. მარცვლეულის გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო წვდომა შავ ზღვაზე.”- თქვა მიშელმა.

უკრაინა და რუსეთი მარცვლეულისა და ზეთის ძირითადი ექსპორტიორები არიან. გასული წლის მარცვლეულის შეთანხმებამ ხელი შეუწყო სურსათზე გლობალური ფასების შემცირებას და უკრაინას ომისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს წარმოადგენდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022