მსოფლიო
20/04/2023

შანხაის ავტოშოუზე ყველაზე დიდ ყურადღებას BYD-ის იაფი ელექტრომობილი Seagull-ი იპყრობს

შანხაის ავტოშოუ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე ყველაზე დიდი ყურადღება უჩვეულო, კაშკაშა ყვითელი ჰეჩბეკისკენაა მიმართული, სადაც ყველაზე მეტი ხალხი ტრიალებს. ეს ჩინეთის უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებლი BYD-ის ავტომობილია, სახელდ Seagull.

BYD-ის უახლესი ელექტრომობილის (EV) დებიუტი ამ კვირაში შედგა. მან მნახველები გააოცა არა იმდენად ვიზუალითა თუ მახასიათებლებით, რამდენადაც ფასით - მისი ღირებულება 78,000 იუანიდან ($11,300) იწყება, რაც ბაზარზე არსებული ყველაზე ხელმისაწვდომი, ახალი ელექტრომობილების ფასის ნახევარია.

BYD-ის ცნობით, ავტომობილის ორი ვერსიაა ხელმისაწვდომი - 305-დან 405 კილომეტრამდე დაფარვის შესაძლებლობით, სწრაფი დატენვის სისტემით, რაც საშუალებას იძლევა 30 წუთში 30%-დან 80%-მდე დაიტენოს. მუშაობს ლითიუმის რკინის ფოსფატის BYD Blade ბატარეაზე.

შანხაიში დაფუძნებული სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Automobility-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბილ რუსო ვარაუდობს, რომ Seagull ყველაზე გაყიდვადი მანქანა გახდება ჩინეთში მისი გამოშვებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

”ეს ხელახლა განსაზღვრავს მთელი ბაზარს ფასის ღირებულებას და არსებულ შეთავაზებებს“ - აღნიშნა მან.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩინელი ავტომწარმოებლების ზრდამ მსოფლიოს უდიდეს ავტობაზრის კონკურენტული ლანდშაფტი შეცვალა. კომპანიები, BYD-ის ჩათვლით, მზად არიან ავტომობილები გლობალურ ექსპორტზე „საშინაო“ ფასად გაყიდონ.

ბილ რუსო პროგნოზირებს, რომ Seagull-ის ღირებულების შეთავაზება დამაჯერებელი იქნება უცხოელი მომხმარებლებისთვის.

„ხელმისაწვდომობა ყველგან ყველასთვის მიმზიდველია, იქნება ეს განვითარებადი ბაზრები, შეერთებული შტატები თუ ევროპა. ასეთი ღირებულების მქონე ავტომობილი კარგად გაიყიდება“, - აღნიშნა მან.

Businesspartner