მსოფლიო
21/01/2021
საუდის არაბეთმა რუსეთს გაუსწრო და ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა
საუდის არაბეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა და პირველად ამ მაჩვენებლით რუსეთს გაუსწრო.
Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა 2020 წელს ჩინეთს 84,92 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა, რაც 1.9%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან.
რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანამაც გაზარდა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი 7.6%-ით 83,57 მილიონ ტონამდე.
მესამე ადგილზე ჩინეთში ნავთობის ექსპორტის მოცულობის მიხედვით ერაყია - 60,12 მლნ ტონა.