ფოტო: Martin Meissner/AP
მსოფლიო
05/03/2022

სანქციები რუს ოლიგარქებს აღარიბებს - ვინ რამდენი დაკარგა

რუსი მილიარდერები ქონებას კარგავენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრას და დასავლეთის მასშტაბურ სანქციებს რუსი ოლიგარქების გაღარიბება მოჰყვა.

Bloomberg -ის მილიარადერების რეიტინგში რუსი მილიარდერების ჩამონათვალში ახლა წითელი ფერი დომინირებს - ისინი მილიარდებს კარგავენ.

ყველაზე მეტად ამ დროისათვის გენადი ტიმჩენკომ და ლეონიდ მიხალსონმა იზარალეს. „ვოლგა ჯგუფის“ მფლობელი და Novatek-ის აქციონერის, ტიმჩენკოს ქონება 12 მილიარდით შემცირდა და ახლა 10 მილიარდად არის მისი აქტივები შეფასებული. 11 მილიარდით გაღარიბდა ლეონიდ მიხელსონი, რომლის ქონებას ამ დროისათვის Bloomberg-ი 24.4 მილიარდად აფასებს.

ვლადიმერ პოტანინის ქონება 6.4 მილიარდით შემცირდა და ახლა 24.4 მილიარდის მფლობელია. ალექსეი მორდაშოვმა წლიურად 7.6 მილიარდი დაკარგა, მხოლოდ დღეს 853 მლნ და ახლა 21.2 მილიარდს ფლობს. ასევე 7.6 მილიარდით შემცირდა ვლადიმირ ლისინის პორტფელი.

რომან აბრამოვიჩი, რომელსაც სანქციებიც აქვს დაწესებული ახლა 13.3 მლრდ-ს ფლობს.

წყარო: Bloomberg

Bloomberg -ის მილიარადერების რეიტინგში 19 რუსი უმდიდრესი ადამიანიდან ანდრეი მელნიჩენკო ერთადერთია, რომელსაც ქონება 3 მილიარდით 20.5 მილიარდამდე გაეზარდა.