მსოფლიო
07/04/2023

Samsung Electronics-ს პირველი კვარტლის საოპერაციო მოგება 96%-ით შეუმცირდა

Samsung Electronics Co Ltd-ი აცხადებს, რომ პირველი კვარტლის საოპერაციო მოგება სავარაუდოდ, 96%-ით შეუმცირდა.

ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზზე უფრო მეტად გაუარესებულია. შემცირება მეხსიერების ჩიპებისა და ტელევიზორების განყოფილებაზე მოდის.

კომპანიას ჩიპების ჭარბი მარაგები დაუგროვდა - მყიდველებმა გლობალური ეკონომიკური შენელების ფონზე, შესყიდვები შეანელეს.

მეხსიერების ჩიპებისა და ტელევიზორების უმსხვილესი მწარმოებლის წინაწარი შეფასებით, მისი საოპერაციო მოგება იანვარ-მარტში 600 მილიარდ ვონამდე (455,50 მილიონი აშშ დოლარი) დაეცა, ერთი წლის წინანდელი 14,12 ტრილიონი ვონიდან.

დეტალური ფინანსური ანგარიში კომპანიამ თვის ბოლოს უნდა გამოაქვეყნოს. მათ შორის, გამოქვეყნდება შესაბამისი განყოფილების ზარალის შესახებ ინფორმაცია.

Businesspartner