საავიაციო კომპანიებზე 2022 წლის განმავლობაში 73 კიბერშეტევა განხორციელდა
ევროპულ საავიაციაო კომპანიებზე 2022 წლის განმავლობაში გამოსასყიდის გადახდის მიზნით, 73 კიბერშეტევა განხორციელდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 97-ს აღწევდა.
„ევროკონტროლის“ ინფორმაციით, ეს მონაცემები გამოსასყიდის გადახდის მიზნით განხორციელებულ კიბერთავდასხმებს ასახავს, რა დროსაც გამოსყიდვის პროგრამა იყო გაშვებული.
გამოსყიდვის პროგრამა მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ტიპია, რომელიც შექმნილია კომპიუტერულ სისტემაზე წვდომის დაბლოკვის მიზნით, მისი ფაილების დასაშიფრად, ვიდრე თავდასხმის სამიზნე თანხას არ გადაიხდის.
ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს ინციდენტების უმეტესობა (64%) ორიგინალური საავიაციო აღჭურვილობის მწარმოებლებზე მოდიოდა. თავდასხმების 30%-ში ჰაკერების სამინიზნე საჰაერო სივრცის მომხმარებელი კომპანიები იყვნენ, ხოლო 4%-ის შემთხვევაში - აეროპორტები.
„ევროკოტროლის“ განმარტებით,გამოსყიდვის ჰაკერული პროგრამა კიბერშეტევების შემაშფოთებელი კატეგორიაა. კიბერ დამნაშავეებმა შეცვალეს სტრატეგია, რათა ფოკუსირება მოახდინონ კომპანიებზე, რომელთაც შეუძლიათ გადაიხადონ დიდი თანხები (გამოსასყიდი წლიური შემოსავლის დაახლოებით 5%-ია).
„გამოსასყიდის ჰაკერული პროგრამა გავლენას ახდენს საავიაციო მიწოდების ფართო ჯაჭვზე. ამას დამღუპველი შედეგები აქვს მთელ სექტორზე, გარდა იმისა, რომ კომპანია დაუყოვნებლივ ზარალდება. 2022 წელს ევროპაში თავდასხმების რაოდენობა 73-მდე შემცირდა. თუმცა, ჩვენ ველით, რომ 2023 წელს კვლავ ვიხილავთ გამოსასყიდი პროგრამების ინციდენტების ზრდას“ - აცხადებს ორგანიზაცია.