მსოფლიო
23/05/2023

Ryanair-მა რეკორდულ მოგებას მიაღწია

Ryanair-მა მიმდინარე წლის განმავლობაში მოგებას მიაღწია. 31 მარტის მონაცემებით, გადასახადების გადახდის შემდეგ, მისი შემოსავალი 1,43 მილიარდ ევროს შეადგენს. ავიაკომპანია კვლავ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ ზაფხულის ძლიერი მოთხოვნა მოგებას მომდევნო 12 თვეში მნიშვნელოვნად გაზრდის.

ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია წელს, მგზავრების რაოდენობაში ტრაფიკის 10%-იან ზრდას ელოდება, რაც ანაზღაურებს ნავთობის გადასახადის ზრდას, რამაც, ავიაკომპანიას ოპერირება 1 მილიარდი ევროთი გაუძვირა.

ავიაკომპანიის ფინანსური დირექტორი ნილ სორაჰანი Reuters-თან აცხადებს, რომ ირლანდიური ავიაკომპანია კომფორტულ ვითარებაშია და გეგმავს, რომ მგზავრთა რაოდენობა გასული წლისთვის რეკორდული - 168,6 მილიონიდან 185 მილიონამდე გაზარდოს.

ამასთან, მიმდინარე თვეში Boeing-თან დადებული მრავალმილიარდიანი გარიგება 300-მდე რეაქტიული თვითმფრინავის შესყიდვაზე, ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს 2034 წლის მარტისთვის ტრაფიკი წელიწადში 300 მილიონ მგზავრამდე გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის აქციები წელს 27%-ით გაიზარდა.

სხვა მსხვილმა ევროპულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის დაბალბიუჯეტურმა კონკურენტმა EasyJet-მა, განაცხადეს, რომ ზაფხულის ჯავშნებზე მძლავრი მოთხოვნაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ მოგზაურობას, მიუხედავად მაღალი ინფლაციისა და შემცირებული შემოსავლებისა.

 

Businesspartner