Ryanair აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მინიმუმ 50%-ით გაფართოებას გეგმავს
Ryanair-ის პროგნოზით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მგზავრთა რაოდენობა მინიმუმ, 50%-ით გაიზრდება.
ავიაკომპანიის რეგიონული მენეჯერის განცხადებით, ჩანს რომ Ryanair-ი ნაკლებად განვითარებულ ბაზარზე დომინირებს - იმ ბაზრებზე, რომლიც კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომაპანიის Wizz Air-ის სამიზნეა.
Ryanair-მა Boeing-ს უკვე შეუკვეთა 300-მდე თვითმფრინავი და ცდილობს COVID-19 პანდემიის შემდეგ საჰაერო მიმოსვლის აღდგენითა და მზარდი მოთხოვნით ისარგებლოს. კომპანია განსაკუთრებულ მოთხოვნას ახალ მარშრუტებზე - აღმოსავლეთ ევროპაში ხედავს.
„ჩვენ გვინდა დიდი ფოკუსირება მოვახდინოთ ამ რეგიონზე. ვხედავთ, რომ ეს იქნება ჩვენი მომავალი დიდი გაფართოების ნაწილი“, - განაცხადა Reuters-თან ინტერვიუში Ryanair-ის ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მენეჯერმა ალიჩია ვოიციკ-გოლებოვსკამ.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია პოლონეთი Ryanair-ის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია, ვოიციკ-გოლებიოვსკას თქმით, კომპანია ახლა რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში „გააორმაგებს ყურადღებას“.
მისივე თქმით, კომპანია ასევე, მიზნად ისახავს დომინანტური პოზიცია დაიკავოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი.
Ryanair-ის მთავარი კონკურენტი კვლავ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომელსაც იაფ ფრენები და ახლო აღმოსავლეთთან კავშირები აქვს.