მსოფლიო
02/10/2023

რუსეთმა საწვავის ექსპორტზე, შეიძლება კვოტები შემოიღოს

რუსეთმა საწვავის ექსპორტზე, შეიძლება კვოტები შემოიღოს. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ თუ გასულ კვირას დაწესებული ექსპორტის სრული აკრძალვა ქვეყანაში ბენზინზე და დიზელზე ფასების შემცირებას არ გამოიწვევს, კვოტების შემოტანა განიხილება.

რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, ნოვაკმა რუსული ნავთობკომპანიების მენეჯერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბენზინისა და დიზელის ექსპორტის აკრძალვამ თავდაპირველად ადგილობრივ სასაქონლო ბირჟაზე ფასების დაცემა გამოიწვია, ამის შემდეგ, კი ფასები გაიზარდა.

„ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვის შედეგად ბირჟაზე ფასების კლება ვნახეთ, ველით, რომ ფასების ეს შემცირება გადაეცემა მცირე საბითუმო და საცალო სეგმენტებს, ასევე სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს"- განაცხადა ნოვაკმა.

ნავთობკომპანიებთან შეხვედრაზე მან ასევე თქვა, რომ გადაუდებელი ზომები მიიღონ ნავთობის მწარმოებლებისა და დამოუკიდებელი კომპანიების ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების შესამცირებლად.

"საცალო ფასები მალე უნდა შემცირდეს. ფასის მატება მიუღებელია. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მკაცრი მარეგულირებელი ზომები იქნება მიღებული“ - თქვა მან.

კრემლმა და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ 21 სექტემბერს გამოაცხადეს. ითქვა, რომ შეზღუდვა დარჩება, ვიდრე საწვავის შიდა ბაზარი არ დასტაბილურდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ის გაგრძელდება მანამ, სანამ რუსული მოსავალი და საწვავის პიკური მოთხოვნილება რამდენიმე კვირაში არ დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსეთმა სასუქების საზღვრისპირა გაყიდვებიც შეზღუდა.

სასუქის ზოგიერთ ექსპორტზე მოსკოვმა დროებითი კვოტები 2021 წლის ბოლოს შემოიღო, რათა საკმარისი შიდა მიწოდება უზრუნველყოს. შეზღუდვა დღემდე ძალაშია.

energynews.ge

Businesspartner