მსოფლიო
24/02/2022

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად,საერთაშორისო ექსპერტები ხორბლის ფასის მატებას ვარაუდობენ

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად, საერთაშორისო ექსპერტები ხორბლის ფასის მატებას ვარაუდობენ. 

დღევანდელი მონაცემებით, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასები 50 ცენტით გაიზარდა და ბუშელზე $9.68 -ს მიაღწია. უკრაინაში სამხედრო მოქმედებების პარალელურად ფასები გაიზარდა მინეაპოლისის მარცვლეულის ბირჟაზეც. ზრდა აქაც 50 ცენტის ფარგლებში იყო.

რუსეთი ხორბლის მიმწოდებელი უმსხვილესი ქვეყანაა ევროპისთვის, ხოლო უკრაინა კი მიწოდებული ხორბლის მოცულობით, მეხუთე ქვეყანაა.

Businesspartner