რუბლი დოლართან მიმართებაში 15 თვის მინიმუმზე დაეცა
რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 15 თვის მინიმუმზე დაეცა. ერთი დოლარის ღირებულებამ 91-ს რუბლს გადააჭარბა. ვარდნა ივნისის ბოლოს შეიარაღებულმა აჯანყებამ დააჩქარა, რომლის შედეგად, უცხოურ ვალუტაზე ძლიერი მოთხოვნა დაფიქსირდა და რუბლი 7%-ით გაუფასურდა.
მთლიანობაში, რუბლმა ივნისში ღირებულების 9%-ზე მეტი დაკარგა და წელს, დაახლოებით 20%-ით დაეცა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უარეს ვალუტად აქცევს.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელიან, რომ ივლისში რუსეთის ცენტარლური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის. მოსალოდნელია, რომ განაკვეთები გაიზრდება წლის ბოლოსაც, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების გამო.
ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც პერიოდულად, ბაზრის არეულობის ფონზე, OFZ სახაზინო ობლიგაციების აუქციონებს აუქმებს, გუშინ სამ აუქციონზე 45 მილიარდი რუბლის (498,5 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ობლიგაციები გაყიდა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუბლის მსგავსი მოძრაობა ადრეც იყო, და რომ არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს "სპეკულაციურ თამაშებს".