მსოფლიო
05/10/2020

როტშილდები ავსტრიისგან ნაცისტების წართმეული €110 მლნ-ის ქონების დაბრუნებას ითხოვენ

როტშილდები ავსტრიას 110 მლნ ევროს ქონების დაბრუნებას სთხოვენ. საუბარი ეხება ნაცისტების მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, კერძოდ, გვიანი ბაროკოს სტილის სასახლეს და ყოფილ ფსიქიატრიულ  საავადმყოფოს.

ქონება 120 ჰექტარ ფართობს მოიცავს. როტშილდების სარჩელი კი,  ავსტრიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სარჩელია ქონების დაბრუნებაზე. 

ცნობილი გვარის მემკვიდრეები ამბობენ, რომ ქონება მათ ოჯახს ნაცისტემა 1930-იან წლებში ჩამოართვეს, შემდეგ კი, ის მუნიციპალიტეტმა მიითვისა.

ქონება ალბერტ ფონ როტშილს ეკუთვნოდა. მან 1905 წელს, რომელიც ვენის ბანკს ხელმძღვანელობდა, საქველმოქმედო ფონდი დაარსა, თავისი გარდაცვლილი ძმის ნათანიელის ხსოვნისთვის. ალბერტს სურდა ვენა ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობის მსოფლიო ცენტრად გადაექცია, ამიტომ ფონდის კუთვნილ შენობებში ფსიქიატრიული დაწესებულებები გახსნა.  

Financial Times-ი წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფონდი აღდგა, თუმცა ათწლეულების განმავლობაში ის ვენის ჯანდაცვის მუნიციპალური სისტემის შემადგენლობაში უფუნქციოდ იყო. ბოლო წლებში ვენის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ფონდის იურიდიულ დოკუმენტებში და მისი ძირითადი აქტივების გაყიდვა დაიწყო. 

ახლა ქონების დაბრუნებას ალბერტ ფონ როტშილდის შვილიშვილი ჯეფრი ჰოგე ცდილობს. ის ამბობს, საქმის მოგების შემთხვევაში სურს ფონდის აღდგენა, რომ ის  კვლავ გახდეს ნევროლოგიური მკურნალობის მსოფლიო ცენტრი.

 

Businesspartner