მსოფლიო
04/01/2021

პლანეტის 5 მილიარდერი, რომელთა ქონება $100 მლრდ-ს აღემატება - ლიდერი ჯეფ ბეზოსია

2020 წელს ჯეფ ბეზოსი პირველი მილიარდერი გახდა, რომლის ქონებამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ხანგრძლივად ამ ნიშნულის შენარჩუნება ვერ შეძლო და ახლა 2021 წლის დასაწყისში რეკორდის განმეორებისთვის Amazon-ის დამფუძნებელს 10 მილიარდი სჭირდება.

2021 წლის პირველ კვირაში პლანეტაზე 5 ადამიანია, ვისი ქონებაც 100 მილიარდს აღემატება.

მილიარდერების სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

ჯეფ ბეზოსი - $190 მილიარდი;

ილონ მასკი - $170 მილიარდი;

ბილ გეითსი - $132 მილიარდი;

ბერნარ არნო - $114 მილიარდი;

მარკ ცუკერბერგი - $104 მილიარდი;

TOP -5 მილიარდერს შორის ოთხი ტექნოლოგიების სფეროშია, მხოლოდ ერთი ბერნარ არნოა სამომხმარებლო ბაზრის წარმომადგენელი.

ტექნოლოგიების სფერო მილიარდერებისთვის პანდემიის პერიოდში წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

Businesspartner