მსოფლიო
03/12/2020

Pineberries - თეთრი მარწყვი ანანასის არომატით აშშ-ს ბაზარზე გამოჩნდა

აშშ-ს ბაზარზე თეთრი მარწყვის პირველი მოსავალი გამოჩნდა. fruitnet.com-ის ცნობით, მარწყვის ეს ახალი ჯიში ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს.

მოსავალის აღება ფლორიდის დასავლეთ ცენტრალურ მხარეში ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

როგორც ფლორიდის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ინსტიტუტის დოცენტი ვანესა ვაითეიკერი განმარტავს, ამ ჯიშს დასახელებები არ აქვს და ისინი ცნობილია ნუმერაციებით FL 16.78-109 (თეთრი) და FL 16.30-128 (წითელი).

„თეთრი მარწყი ბაზარზე სატესტო რეჟიმში უკვე გამოჩნდა, მასზე დიდი მოთხოვნაა“, - ამბობს უითაკერი.

თეთრ მარწყვს ჩვეულებრივი მარწყვის გემო აქვს, ტკბილია ანანასის მსუბუქი არომატით, გარედან და შიგნიდან თეთრი ფერისაა მოვარდისფრო წიპწებით. თეთრი მარწყვი უკვე პოპულარულია იაპონიაში, თუმცა აშშ-ს ბაზარზე ახალი პროდუქტია.

მარწყვის თესლი ფლორიდის უნივერსიტეტში სწორედ იაპონიიდან 2012 წელს ჩაიტანეს, რამდენიმე მცენარის დაფესვიანების შემდეგ მოხდა ადგილობრივი ჯიშების დამტვერიანება, ნერგებიც თეთრიდან ვარდისფრისკენ და წითლისკენ იყო.

თეთრი მარწყვი აშშ-ს სუპერმარკეტებში Pineberries-ის (ანანასის მარწყვი) სახელით ფართო გაყიდვაში 2022 წლიდან გამოჩნდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022