მსოფლიო
29/08/2023

პანამის არხი სატრანზიტო შეზღუდვებს მინიმუმ, 10 თვით გაახანგრძლივებს

პანამის არხის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ გემების ყოველდღიურ ტრანზიტზე და მაქსიმალურ ნაკადზე შეზღუდვებს მინიმუმ 10 თვის განმავლობაში შეინარჩუნებს. შეზღუდვები ხანგრძლივი გვალვის ფონზე მოქმედებს, რამაც არხში წყლის დონე შეამცირა.

არხის მენეჯმენტმა შეზღუდვების დაწესება წლის დასაწყისში დაიწყო, რამაც არხთან მომლოდინე გემების დაგროვება გამოიწვია. შეფერხებებმა გემთმფლობელები აიძულა შეემსუბუქებინათ ტვირთები ან ალტერნატიულ მარშრუტებზე გადასულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მარშრუტზე სატვირთო ხარჯები იზრდება.

შეზღუდვების გახანგრძლივება არხს საშუალებას მისცემს წყლის დონე შეინარჩუნოს მომდევნო წვიმების სეზონის დადგომამდე, მაგრამ ამავდროულად, შესაძლოა, მომლოდინე გემების უფრო დიდი რაოდენობა დააგროვოს, თუ ისინი წინასწარ არ დაჯავშნიან არხზე გავლას მოგზაურობის დაწყებამდე.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ კვირაში რიგი 115 გემამდე შემცირდა.

პანამა ამ დროისთვის El Nino-ს კლიმატის გავლენის განიცდის. ის თბილი სეზონური ზედაპირული დინებაა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და არანაკლებ ერთი წლით გრძელდება.

ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის დათბობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ წყნარ ოკეანეში, ხელს უწყობს გვლავების გაჩენას.

Businesspartner