მსოფლიო
30/09/2020

OPEC-ი: OECD-ის ქვეყნებში ნავთობის ჭარბი მარაგები 2021 წლის ბოლო კვარტალში შემცირდება

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში ნავთობის ჭარბი მარაგები 2021 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდება, - ასეთია OPEC-ის პროგნოზი.

"ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კომერციული მარაგები III კვარტალში 5 წლიანი პერიოდის საშუალო ნიშნულს გადააჭარბებს, IV კვარტალში შემცირდება, და 5 წლიან საშუალო დონეზე  123 მლნ ბარელით მეტი იქნება.

OECD-ის ქვეყნებში მომავალი წლის მეორე კვატალიდან მარაგები შემცირდება.

რაც შეეხება ფასებს, 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  41,03  (- 1,40) დოლარი/ბარელზე.

NEW York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 39,29  (- 1,31)  დოლარი/ბარელზე.

Businesspartner