Netflix-ი სამხრეთ კორეაში $2,5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
Netflix Inc მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სამხრეთ კორეაში $2,5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ინვესტიცია განხორციელდება კორეულ სატელევიზიო სერიალებში, ფილმებში და შოუ წარმოებაში, რაც გააორმაგებს იმ თანხას, რომელიც კომპანიამ ამავე ბაზარზე 2016 წლიდან უკვე დახარჯა.
აშშ-ის სტრიმინგ სერვისმა ამის შესახებ განცხადება Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორის ტედ სარანდოსის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის შეხვედრის შემდეგ გააკეთა - კორეის პრეზიდენტი ექვსდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.
პრეზიდენტ იუნის თქმით, ის მიესალმება ამ ინვესტიციას, როგორც "მთავარ შესაძლებლობას" სამხრეთ კორეის კონტენტ ინდუსტრიისთვის, რადგან ქვეყანა ცდილობს გაზარდოს კულტურული ექსპორტი და რბილი ძალა.
სამხრეთ კორეის გასართობი ინდუსტრია, რომელიც ცნობილია როგორც "კორეული ტალღა", იგივე Hallyu, ბოლო წლებში გლობალური ბუმით სარგებლობს. 2021 წელს გამოშვებული Squid Game რჩება Netflix-ის ყველა დროის ყველაზე ყურებად სერიალად, რომელმაც პირველი 28 დღის განმავლობაში 1,65 მილიარდი საათი სტრიმინგი მოაგროვა.