ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები მოპოვების შემცირებას გეგმავენ
საუდის არაბეთი და OPEC+ის სხვა მწარმოებლები ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირების შესახებ აცხადებენ.
ოფიციალურმა რიადმა 2 აპრილს განაცხადა, რომ მაისიდან 2023 წლის ბოლომდე დღეში 500,000 ბარელით შეამცირებს წარმოებას.
ამასთან, რუსეთის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ მოსკოვი გაახანგრძლივებს მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას 500,000 ბარელით დღეში 2023 წლის ბოლომდე. მსგავსი განცხადება გააკეთეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ქუვეითმა, ერაყმა, ომანმა და ალჟირმა. არნიშნული ქვეყნები ასევე ნებაყოფლობით შეამცირებენ გამომუშავებას იმავე პერიოდის განმავლობაში.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები წარმოებას დღეში 144,000 ბარელით შეამცირებს, ქუვეითი 128,000 ბარელით, ერაყი - 211,000 ბარელით, ომანი - 40,000 ბარელით, ხოლო ალჟირი - 48000 ბარელით.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამეფოს მიერ ნებაყოფლობითი შემცირება პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს ნავთობის ბაზრის სტაბილურობის მხარდაჭერას.