მსოფლიოში სამგზავრო ავიაგადაზიდვები 2019 წლის ნიშნულს 2024 წელს დაუბრუნდება – IATA
მსოფლიოს მასშტაბით სამგზავრო ავიაგადაზიდვების სრულმასშტაბიანი აღდგენის პროცესი თანდათან უფრო ნეგატიურ ხასიათს იღებს.
avianews.ge წერს, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) პროგნოზირებს, რომ ავიაგადაყვანები ძველ ნიშნულს 2024 წელს თუ დაუბრუნდება, ხოლო Moody`s-ის ანალიტიკოსების გათვლებით, 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნება 2023 წლისთვის მოხერხდება.
სტატისტიკური მონაცემებით, ივნისში მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 86.5%-ითაა შემცირებული. რაც თავის მხრივ მაისის მონაცემებთან შედარებით გაუმჯობესებაა, რადგანაც 2020 წლის მაისი 2019 წლის მასთან შედარებით მსოფლიოში მგზავრთნაკადი 91%-ით იყო შემცირებული.
IATA-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საჰაერო მიმოსვლის ნელი აღდგენის მიზეზად დასახელებულია COVID-19-ის გავრცელების დონე აშშ-ში და სხვა განვითარებას ქვეყნებში.
IATA-ს განმარტებით ზოგიერთ ქვეყანაში გახანგრძლივებული და ზოგგანაც ხელახლა დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად მოქმედებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე.