მსოფლიო
11/04/2023

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრების ქსელი კოტრდება

მსოფლიოში სიდიდით მეორე კინოთეატრების ქსელმა Cineworld-მა ტეხასის გაკოტრების სასამართლოში რეორგანიზაციის გეგმა შეიტანა. სპეციალისტების განცხადებთ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად, არსებულ აქციებს გაანადგურებს და ყველა დროის მინიმუმამდე დაწევს.

განაცხადი მოიცავს გეგმას დაახლოებით $4,53 მილიარდით ვალის შემცირებასთან დაკავშირებით და $2,26 მილიარდის სახსრების მოზიდვას გაკოტრებიდან გამოსვლისთვის. გეგმა არ ითვალისწინებს რაიმე სახის კომპენსაციას არსებული აქციონერებისთვის.

მსოფლიოში სიდიდით მეორე კინოს ქსელის ოპერატორის აქციები სამშაბათს 1,5 პენსამდე დაეცა და 99%-ზე მეტი დაკარგა. 2007 წელს ბირჟაზე დალისტულ კომპანიას მსავსი დაცემა ჯერ არ განუცდია.

Cineworld-მა თავისი ბიზნესის უმეტესი ნაწილი აშშ-ის გაკოტრების კანონმდებლობაში სექტემბერში შეიყვანა. გასულ კვირას კი, შეაჩერა გაყიდვები შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

ჯგუფის წარმომადგენები ცდილობენ რომ გაკოტრების ფარგლებში შემუშავებული გეგმა "დაჩქარებულ ვადებში" დადასტურდეს.

პარალელურად, Cineworld-ი განმარტავს, რომ ჯგუფი აგრძელებს თავის გლობალურ ბიზნესს და კინოთეატრებს შეუფერხებლად ოპერირების საშუალება აქვთ.

Businesspartner