მსოფლიო
11/08/2021

მსოფლიოში ძვირად ღირებული ბრენდების TOP-10 - Kantar BrandZ-ის რეიტინგი

პანდემიამ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ღირებულება ვერ შეამცირა.

პლანეტის 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ჯამური ღირებულება Kantar BrandZ ™-ის შეფასებით, 2021 წლისთვის 42%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ზრდა გლობალური პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის შთამბეჭდავ აღდგენას ასახავს.

BrandZ-მ დედამიწაზე ყველაზე ძვირად Amazon შეაფასა. მისი ღირებულება 64%-ით 684 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ლიდერობა შეინაჩუნა.

მეორე ადგილზეა Apple-ი, რომლის ფასი, Amazon-ის მსგავსად, ნახევარტრილიონს აჭარბებს და 612 მლრდ ღირს.

ყველაზე სწრაფადმზარდი ბრენდი კი, Tesla. მისი ღირებულება 275%-ით 43 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით 47-ე ადგილი დაიკავა.

2020 წლის რეიტინგში 79-ე ადგილის შემდეგ, 2021 წელს 45 ადგილზე დაწინაურდა TikTok, რომელიც 44 მილიარადად შეფასდა.

2021 წლის 100-ეულს ახალი წევრებიც ჰყავს, მათ შორის არიან: Nvidia (12 ადგილი, 105 მლრდ), Zoom (52 ადგილი, 37 მლრდ), AMD (57 ადგილი, 33 მლრდ) და Spotify (99 ადგილი, 19 მლრდ)

BrandZ-ის მსოფლიოში ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგი TOP-10 ასე გამოიყურება:

1. Amazon – $683.8 მლრდ
2. Apple – $611.9 მლრდ
3. Google - $457.9 მლრდ
4. Microsoft - $410.2 მლრდ
5. Tencent - $249.9 მლრდ
6. Facebook – $226.7 მლრდ
7. Alibaba - $196.9 მლრდ
8. Visa - $191.2 მლრდ
9. McDonald’s – $154.9 მლრდ
10. Masterсard – $112,8 მლრდ

Businesspartner