მსხვილი გარიგება შოუბიზნესში - Red Hot Chilli Peppers-ის სიმღერების ალბომს Hipgnosis Songs-ი ყიდულობს
ამერიკული როკ-ჯგუფ Red Hot Chilli Peppers-ის სიმღერების ალბომს კომპანია Hipgnosis Songs-ი ყიდულობს. Variety -ს ცნობით, გარიგების ღირებულება 140 მლნ დოლარია და ის ყველაზე მსხვილი გარიგებაა ინდუსტრიის ისტორიაში, ბობ დილანსა და Universal Music Publishing-ს შორის დადებული ანალოგიური, $300 მილიონიანი გარიგების შემდეგ.
Billboard-ის ცნობით, კატალოგს ამჟამად Moebetoblame Music-ი განაგებს, იურისტ ერიკ გრინსპენის ხელმძღვანელობით. სწორედ მან გაუკეთა ორგანიზება ამ შეთანხმებას. “ლეიბლი” ამ გარიგებით 5-6 მლნ დოლარის წმინდა მოგებას მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალოგი ძირითადად შედგება ჯგუფის წევრების ენტონი კიდისის, ფლის, ჩედ სმითის და ჯონ ფრუშანტეს მიერ შექმნილი „ტრეკებისგან“. მათ შორისაა ჰიტები: Under the Bridge, Give It Away , Dani California , Knock Me Down და სხვა.
Red Hot Chili Peppers-ი 1983 წელს კალიფორნიაში დაფუძნდა. ჯგუფი 7 „გრემის“ მფლობელია და მსოფლიოს მასშტაბით 80 მლნ დისკი აქვს გაყიდული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჟამად, Red Hot Chili Peppers-ი ახალ ალბომზე მუშაობს.
ფოტო: GettyImages