მსოფლიო
04/03/2022

მილიარდერებს ქონება შეუმცირდათ, უორენ ბაფეტი გამონაკლისია

მსოფლიო ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ქარიშხლის  წინაშეა. ახალმა რეალობამ მილიარდერების ქონებაც შეამცირა.

პლანეტის 10 ყველაზე მდიდარ პირს შორის უორენ ბაფეტი გამონაკლისია. ინვესტიციების გურუს ქონება არა თუ შემცირდა, პირიქით 9.5 მილიარდით გაიზარდა, მათ შორის 1.3 მილიარდით დღეს.  

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსით

  • ილონ მასკი - $216 მლრდ (- 54.1 მლრდ )
  • ჯეფ ბეზოსი - $173 მლრდ  (-19.7 მლრდ)
  • ბერნარდ არნო - $143 მლრდ (-34.5 მლრდ)
  • ბილ გეითსი - $128 მლრდ (-9.6 მლრდ)
  • ლარი პეიჯი - $120 მლრდ (-8.7 მლრდ)
  • უორენ ბაფეტი - $119 მლრდ  (+9.5 მლრდ)
  • სერგეი ბრინი - $115 მლრდ (- 465 მლნ)
  • სტივენ ბალმერი - $107 მლრდ (1.3 მლრდ)
  • ლარი ელისონი - $96.5 მლრდ  (637 მლნ)
  • მუკეშ ამბანი - $88.7 მლრდ (- 1.3 მლრდ)