მსოფლიო
22/08/2023

Micron Technology ჩიპების საწარმოებისთვის ფედერალურ სუბსიდიებს ითხოვს

Micron Technology აცხადებს, რომ ფედერალური დაფინანსება და საინვესტიციო საგადასახადო კრედიტები სჭირდება, რათა ბოისში, აიდაჰოში და ნიუ-იორკში მეხსიერების ჩიპების წარმოების ობიექტები განავითაროს.

ჩიპების მწარმოებელის ცნობით, მან აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში CHIPS Act-ის ფარგლებში, დაფინანსებისთვის განაცხადები წარადგინა.

აშშ-ის CHIPS Act-ი მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, რათა ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორი ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩინეთზე. კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი, აშშ-ს ნახევარგამტარების წარმოებისა და კვლევისთვის 52,7 მილიარდი დოლარის სუბსიდიას ითვალისწინებს.

Micron-მა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ 2032 წლამდე დაახლოებით, 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს აიდაჰოში მდებარე ობიექტში, რაც შექმნის 17,000 სამუშაო ადგილს 2030 წლისთვის.

ერთი თვის შემდეგ კი, კომპანიამ 100 მილიარდი დოლარის საინვესტიციო გეგმების შესახებ განაცხადა. საინვესტიციო პერიოდი მომდევნო ორ ათწლეულს მოიცავს და გულისხმობს ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევარგამტარების წარმოების ობიექტის აშენებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
02

26/07/2021
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ტურიზმი

კანიონები და მღვიმეები ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვერ იღებენ
04

19/05/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022