მსოფლიო
05/10/2023

მეცნიერებს ნანოტექნოლოგიებში ნობელის პრემია მიენიჭათ

მეცნიერებმა მუნგი ბავენდიმ, ლუი ბრუსმა და ალექსეი ეკიმოვმა ქიმიაში 2023 წლის ნობელის პრემია მოიპოვეს. პრემია მეცნიერებს ატომთა ისეთი ჯგუფების აღმოჩენისთვის მიენიჭათ, რომლებიც კვანტური წერტილების სახელითაა ცნობილი.

ახლა კვანტური წერტილები გამოიყენება ბრტყელ ეკრანებზე ფერის შესაქმნელად, ასევე, სინათლის დიოდურ ნათურებში და სამედიცინო მოწყობილობებში, რომლებითაც ქირურგებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ სისხლძარღვები სიმსივნეებში.

ნობელის საპრიზო აკადემიამ თქვა, რომ მეცნიერებმა "ნანოტექნოლოგიას შემატეს ფერი" - რადგანაც, მატერია ატომურ ან მოლეკულურ დონეზე გამოიყენება წარმოებაში - და რომ ამ მეცნიერების აღმოჩენებს დიდი პოტენციალი აქვთ მრავალ სფეროში.

„მკვლევარები თვლიან, რომ მომავალში მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მოქნილი ელექტრონიკა, პაწაწინა სენსორები, უთხელესი მზის პანელები და დაშიფრული კვანტური კომუნიკაცია“, - ნათქვამია აკადემიის განცხადებაში.

Businesspartner