მსოფლიო
09/03/2023

Meta ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

Meta Platforms Inc მიმდინარე კვირაში ათასობით სამუშაო ადგილს შეამცირებს. კორპორაცია თანამდებობიდან გათავისუფლების ახალი რაუნდის შესახებ იტყობინება.

მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული მას შემდეგ, რაც Facebook-ის მფლობელმა კომპანიამ 11 000-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა.

კომპანიაში სამუშაო ადგილების შემცირების ახალი ტალღას „ფინანსურ მიზნებს“ უკავშირებენ და დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

Meta-ს რეორგანიზაციისა და კადრების შემცირების გეგმების შესახებ გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია გამოცემა Washington Post-მა. ორგანიზაციის სპიკერმა ენდი სტოუნმა მაშინ თქვა, რომ აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი მართლაც საჭიროდ მიიჩნევდა დამატებით შემცირებას.

Meta-მ მასობრივი გათავისუფლება ნოემბერში დაიწყო და 11 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გააუქმა. ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი შემცირება იყო.

აღსანიშნავია, რომ ათასობით სამუშაო ადგილი შეამცირეს სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც, მათ შორის Google-ის მშობელმა Alphabet Inc-მა და Microsoft Corp-მა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022