ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა საბოლოოდ ბიტკოინზე გადავა
ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა საბოლოოდ ბიტკოინს მიიღებს - ამის შესახებ ელ სალვადორის პრეზიდენტის ნაიბ ბუკელეს კრიპტოპროექტის სტრატეგი სამსონ მოუ Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ელ სალვადორის მთავრობა უკეთესი საბაზრო პირობების მოლოდინშია, რათა თავისი 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინით მხარდაჭერილი ობლიგაციები გამოსცეს.
ცენტრალური ამერიკის ქვეყანამ ორი კვირის წინ დაამტკიცა ობლიგაციების გამოსაშვებად საჭირო საკანონმდებლო ბაზა, რის გამოც საზოგადოება ელოდა, რომ ობლიგაციების გამოშვების პერიოდი უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა.
ობლიგაციების გამოშვების საკითხი 2022 წლის მარტში დაანონსდა, თუმცა, მას შემდეგ ვითარება ბაზრებზე ბუნდოვანი იყო - რუსეთისა და უკრაინას შორის ომმა ფინანსურ ბაზრებსა და კრიპტოვალუტაში მკვეთრი ცვალებადობა გამოიწვია. კრიპტობაზარმა ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა, ვიდრე 2022 წლის ბოლოს $15,500-მდე მიაღწევდა.
ამჯერად, ბიტკოინი გაჯანსაღებულია და მისი ფასი ერთეულზე $30,000-ს აღწევს.
სამსონ მოუმ განაცხადა ისიც, რომ ეკვადორისა და პერუს ოფიციალური პირებიც დაინტერესდნენ ბიტკოინის ობლიგაციების გამოშვებით. თუმცა, ამ ქვეყნების ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა და მათმა ცენტრალურმა ბანკებმა Reuters-ის თხოვნას ინფორმაციაზე არ უპასუხეს.
ელ სალვადორის პრეზიდენტის სტრატეგი ელ სალვადორთან წყნარი ოკეანის სანაპიროზე „ბიტკოინის ქალაქის“ აშენებაზე იმუშავებს, რომელიც ინვესტორებისთვის საგადასახადო შეღავათებს უზრუნველყოფს და კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად ახლომდებარე ვულკანების გეოთერმულ ენერგიას გამოიყენებს.
ელ სალვადორმა თავისი გრანდიოზული გეგმების შესახებ ერთი წლის განაცხადა, თუმცა, მას შემდეგ ამ მიმართულებით საკმაოდ მცირე პროგრესი აქვს.