მსოფლიო
30/06/2020

კიმ კარდაშიანის კოსმეტიკური ბიზნესი 1 მილიარდ დოლარად შეფასდა

კიმ კარდაშიანის კოსმეტიკური ბიზნესი 1 მილიარდ დოლარად შეფასდა.

Max Factor-ის, Wella-ს,  Bourjois-ის,  Chloé და სხვა ბრენდების მფლობელი Coty კიმ კარდაშიანის კომპანია KKW-ის 20%-იან წილს ყიდულობს, გარიგების ღირებულება 200 მლნ დოლარი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა კიმის ქონებამ მისი დის კაილი ჯენერის კაპიტალს გადაუსწროს.

Financial Times-ის ცნობით, გარიგებაში ჩაიდო ისიც, რომ Coty-ს შეეძლება მომავალში KKW-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელიც გახდეს.

კიმ კარდაშიანი ამ დროისათვის, Forbes -ის მილიარდერების სიაში არ არის. Coty-ს ცნობით, გარიგების დახურვა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაიხურება. 

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ Coty -ის ღირებულება ნიუ-იორკის ბირჟაზე 15%-ზე მეტად გაიზარდა.

Businesspartner