მსოფლიო
28/02/2022

ხვალიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე მხოლოდ ელექტრონული რეცეპტები გაიცემა

რეცეპტების ელექტრონული ფორმით გაცემა იწყება.

2022 წლის 1 მარტიდან, მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი მხოლოდ ელექტრონულად გამოიწრება.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მატერიალური ფორმით (რეცეპტი ქაღალდის მატარებელზე) რეცეპტი შეიძლება გამოიწეროს სოფლის ექიმის მიერ, ასევე, სამედიცინო დაწებულების მიერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში.

ამასთან რეცეპტით გასაცემი ფარმაცევტული პროდუქტი, მატერიალური ფორმით გაცემის შემთხვევაში გამოიწერება მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული ფორმით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საპილოტე რეჟიმი იმოქმედებს 1 მარტიდან 1 აპრილამდე. ამ პერიოდში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე და ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორზე  არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხისა და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები.