ხორვატიის "სიყვარულის კუნძული" იყიდება
ხორვატიის "სიყვარულის კუნძულის" ნაწილი ბაზარზე გასაყიდად გადის.გალესნიაკის კუნძულზე, რომელსაც გულის ფორმა აქვს, ნაკვეთს მესაკუთრე ყიდის.
კუნძულის ფართობი 142 000 კვადრატული მეტრია, საიდანაც 40 000 კვადრატული მეტრი იყიდება და მისი ფასი 13 მილიონი ევროა.
"არა მგონია, არსებობდეს ცნობილი ადამიანი, რომელიც ადრიატიკის რეგიონში კუნძულ გალესნიაკზე სტუმრობის გარეშე იმყოფებოდა. ეს ჯერ კიდევ არის "სიყვარულის კუნძული" და ალბათ ყველაზე ლამაზი კუნძული ხორვატიაში. ბიონსემ აქ აღნიშნა 39 წლის იუბილე და ყოველწლიურად რამდენიმე დღით თუ არა კვირით, აქ ჩამოდის მაიკლ ჯორდანი. შარშან იყო ჯეფ ბეზოსიც“ - აცხადებს მიწის მესაკუთრის წარმომადგენელი.
გულის ფორმის მქონე გალესნიაკი პასმანის არხზე მდებარეობს და ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუნძულია. მესაკუთრეების ინფორმაციით, აქ წელიწადში მილიონზე მეტ ფოტოს იღებენ.
კუნძულზე არ არის სასტუმროები, აგარაკები და რესტორნები, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ხელს არ უშლით ცნობილ სახეებს, ყოველ ზაფხულს იახტებით ესტუმრონ გალესნიაკს.