კანადა და Volkswagen-ი ელემეტების უდიდეს ქარხანაში $15 მლრდ-ის ინივესტიციას ახორციელებენ
კანადა და Volkswagen-ი 20 მილიარდი კანადური დოლარის (14,8 მილიარდი აშშ დოლარი) დაფინანსებას გამოყოფენ ელემენტების გიგაქარხნის მშენებლობისთვის, რომელიც სენტ-თომასში, ონტარიოში განთავსდება.
Reuters-ის ცნობით, ეს ქვეყნის ყველაზე დიდი ინვესტიციაა ელექტრომობილების მიწოდების ქსელში.
თავის მხრივ, ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებელი ქარხნის აშენებაში 7 მილიარდი კანადური დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, რომლის მიზანია საწარმომ 90 გიგავატ/საათიანი სიმძლავრე შეიძინოს.
ონტარიოს პროვინციის მთავრობამაც აიღო ვალდებულება უზრუნველყოს 500 მილიონი კანადური დოლარის პირდაპირი ინვესტიცია გერმანულ ავტომწარმოებელში, ასევე ასობით მილიონი დოლარი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განსაახლებლად.
ელემენტების ქარხანა, სავარაუდოდ, Volkswagen-ის ყველაზე დიდი ქარხანა იქნება მსოფლიოში და 3000-მდე პირდაპირ სამუშაო ადგილს შექმნის.
„მომავალი ათწლეულების განმავლობაში კანადის ეკონომიკისთვის ეს 200 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი შემოსავალი იქნება. საწარმო მილიონობით ელემენტს მიაწვდის კანადის ავტოინდუსტრიას. ამ პროექტის ეკონომიკური ზეგავლენა იქნება ის, რომ სახელმწიფო ინვესტიციის ღირებულებას ხუთ წელზე ნაკლებ დროში ამოიღებს”, -განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტებს სენტ-თომასში.
სენტ-თომასი, დეტროიტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 195 კმ-ში მდებარეობს.
ტრუდოს თქმით, ეს იქნება ყველაზე დიდი ქარხანა კანადაში და როდესაც დასრულდება, ელემნეტების მიწოდებას უზრუნველყოფს ჩრდილოეთ ამერიკისთვისაც.
ონტარიოში ქარხნის აშენების გადაწყვეტილება გასულ თვეში გამოცხადდა. მშენებლობა 2024 წელს დაიწყება, ხოლო წარმოება - 2027 წლიდან.
Volkswagen-ის ცნობით, საწარმოს კანადაში აშენება ქვეყნის პრიორიტეტი იყო, რადგან მათ სურთ ელექტროავტომობილების ჯაჭვის მწარმოებლები მოიზიდონ და ქვეყნის წარმოების სექტორმა ნახშირბადის შემცირება დაიწყოს.