მსოფლიო
01/05/2023

JP Morgan-ი First Republic-ის აქტივებს და დეპოზიტებს ყიდულობს

შეერთებული შტატების მარეგულირებლები აცხადებენ, რომ First Republic Bank დაყადაღებულია და თანხმობას აცხადებენ ბანკის JPMorgan Chase & Co-სთვის მიყიდვაზე. ეს მესამე მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩამოიშალა.

უოლ სტრიტის უმსხვილესი ბანკი მიიღებს First Republic Bank-ის აქტივების უმეტეს ნაწილს და ყველა დეპოზიტს, მათ შორის დაუზღვეველ დეპოზიტებს - ნათქვამია მარეგულირებლების განცხადებაში.

JPMorgan ერთ-ერთი იყო იმ დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის, რომელთაც შესყიდვის სურვილი გამოთქვეს. მათ შორის იყვნენ PNC Financial Services Group და Citizens Financial Group Inc, რომლებმაც წინადადებები მარეგულირებლების მიერ გამოცხადებულ აუქციონზე წარადგინეს.

ერთ-ერთმა რეგულატორმა - კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტმა დღეს დილით გამოაცხადა, რომ First Republic Bank მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იყო და რომ ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია (FDIC) იმოქმედებდა, როგორც მიმღები.

თავის მხრივ, FDIC-ის განცხადებაში დეპოზიტების დაზღვევის ღირებულება დაახლოებით $13 მილიარდით განისაზღვრა.

„ჩვენმა ფინანსურმა სიძლიერემ, შესაძლებლობებმა და ბიზნეს მოდელმა საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა ტრანზაქციის განხორციელების წინადადება ისე, რომ მინიმუმამდე შეგვემცირებინა ხარჯები დეპოზიტების დაზღვევის ფონდისთვის“- განაცხადა JPMorgan Chase-ის თავმჯდომარემ, აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დიმონმა.

ბანკი გადარჩენას ორ თვის განმავლობაში ცდილობდა, მას შემდეგ, რაც Silicon Valley Bank-მა და Signature Bank-მა კრედიტორების მხრიდან დეპოზიტების გატანას ვერ გაუძლეს.

FDIC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ 13 აპრილის მდგომარეობით, First Republic Bank-ის მთლიანი აქტივების ღირებულება $229,1 მილიარდი იყო, დეპოზიტები - $103,9 მილიარდი.

წარუმატებელი ბანკის 84 ოფისი რვა შტატში ხელახლა გაიხსნება, როგორც JPMorgan Chase Bank-ის ფილიალები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
02

26/07/2021
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ტურიზმი

კანიონები და მღვიმეები ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვერ იღებენ
04

19/05/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022