მსოფლიო
09/10/2023

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის ფონზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ისრაელში არსებულ საომარი მოქმედებების გამო,  მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა, -აღნიშნულის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, Brent-ის ნავთობის ფასი 2.50 დოლარით გაიზარდა და ახლა ბარელი $87.05 ღირს. გაიზარდა ამერიკული ნავთობის ღირებულებაც. ისრაელი და პალესტინა ნავთობის მომპოვებლები არ არიან,  თუმცა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ნავთობის გლობალური მარაგის მესამედს ითავსებს. მწარმოებლები შიშობენ, რომ მიმდინარე ომმა შესაძლოა მიწოდების ჯაჭვი დაარღვიოს.

სპეციალისტების პროგნოზით, წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნა პროდუქციის რაოდენობას გადააჭარბებს, რაც მაღალი ფასების შენარჩუნების საწინდარი გახდება.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა.

 

Businesspartner