iPhone განიხილავს წარმოება ჩინეთიდან ინდოეთში გადაიტანოს
კომპანია Apple ჩინეთის მიღმა ახალ მწარმოებლებს ეძებს. მიზეზი საკუთარი მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფაა. ჩინეთში კი Covid-ის გავრცელებისა და ჩაკეტვის საფრთხე კვლავ დგას. ამასთან, ქვეყანა მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის წინაშე დგას.
CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული უმსხვილესი კორპორატიული გიგანტები ჩინეთის ალტერნატივად ინდოეთს განიხილავენ.
ჩინეთის რეგიონალური კონკურენტები ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას საკუთარ უპირატესობაზე ისაუბრონ. გასულ თვეში, ინდოეთის ერთ-ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ კალიფორნიულ კომპანიას სურს გაზარდოს თავისი წარმოება ინდოეთში, თავისი მთლიანი მთლიანი წარმოების მეოთხედამდე.
„Apple უკვე აწარმოებს თავისი პროდუქციის 5%-დან 7%-მდე ინდოეთში. თუ არ ვცდები, ისინი მიზნად ისახავს მათი წარმოების 25%-მდე გაზრდას,” - აღნიშნა ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა პიუშ გოიალმა იანვარში გამართულ ღონისძიებაზე.
აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, Apple-ის მთავარი მიმწოდებელი, კომპანია Foxconn ცდილობს გააფართოვოს თავისი ოპერაციები ინდოეთში მას შემდეგ, რაც ჩინეთში მიწოდების ჯაჭვს სერიოზული შეფერხებები შეექმნა.
წლების განმავლობაში, Apple ჩინეთში ეყრდნობოდა წარმოების უზარმაზარ ქსელს - iPhone-ების, iPad-ების და სხვა პოპულარული პროდუქტების მასიური წარმოებისთვის. თუმცა, ამ ქვეყანაზე კომპანიამ დამოკიდებულება შეამცირა. გასულ წელს პეკინის მკაცრმა ნულოვანმა კოვიდ სტრატეგიამ ამერიკული გიგანტი აზარალა.
ინდოეთი წელს აპირებს ჩინეთს გაუსწროს და გახდეს მსოფლიოში ყველაზე დასახლებული ქვეყანა. ქვეყნის დიდძლი და იაფი მუშახელი, (რომელიცძირითადი ტექნიკური უნარების მქონე მუშაკებს მოიცავს), მწარმოებლებისთვის საკმაოდ მიმზიდველია.
აზიის სიდიდით მესამე ეკონომიკას მზარდი შიდა ბაზარ აქვს. 2023 წელს, გლობალური რეცესიის რისკები კვლავ სახეზეა, თუმცა, ინდოეთი ყველაზე სწრაფად მზარდი მთავარი ეკონომიკა იქნება მსოფლიოში.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი ქვეყანა შეინარჩუნებს ამ იმპულსს, ის შეიძლება გახდეს მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც 2035 წლისთვის 10 ტრილიონი დოლარის მშპ ექნება.