მსოფლიო
11/11/2021

ილონ მასკმა Tesla-ს $1.1 მლრდ-ის აქციები გაყიდა

ილონ მასკმა Tesla-ს აქციები გაყიდა. ინფორმაცია 930 000 ათასი აქციის გაყიდვაზე CNBC-იმ გარიგების დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. აქციების ფასმა 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა. ინფორმაციის გავრცელების ფონზე კი, Tesla-ს აქციები 4%-ით გაძვირდა.

აღსანიშნავია, რომ 930 000 აქცია ილონ მასკის საკუთარებაში არსებული აქციების პაკეტის 0.5%-ს შეადგენს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანს Tesla-ს 170 მლნ აქცია ისევ რჩება.

ტელეარხი აცხადებს, რომ აქციების გაყიდვით მიღებული შემოსავლის ნაწილით ილონ მასკი გადასახადების გადახდას აპირებს.

როგორც მასკი ამბობს, ის არ იღებს ფულადი სახით ხელფასს და ბონუსს. ყველა ანაზღაურება აქციების სახით ხდება, ამიტომ, ერთადერთი გზა გადასახადის გადახდის ფასიანი ქაღალდების გაყიდვაა.

Businesspartner