მსოფლიო
18/04/2023

ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა TruthGPT-ის გაშვებას აპირებს

მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) პლატფორმას დააფუძნებს, რომელსაც TruthGPT-ი ერქმევა.

ამ განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა და აღინშნა, რომ ეს OpenAI-ის პოპულარული ჩეთბოტის ChatGPT-ის ერთავრი გამოწვევაა.

„მე ვაპირებ წამოვიწყო რაღაც, რასაც მე ვუწოდებ TruthGPT-ის ან ჭეშმარიტების მაძიებელ AI-ის, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს სამყაროს ბუნებას“, - განაცხადა მასკმა Fox News Channel-ის Tucker Carlson-თან ინტერვიუში.

„მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება საუკეთესო გზა იყოს უსაფრთხოებისკენ, იმ გაგებით, რომ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ზრუნავს სამყაროს გაგებაზე, ნაკლებად სავარაუდოა გაანადგუროს ადამიანები, რადგან ჩვენ სამყაროს საინტერესო ნაწილი ვართ", - აღნიშნა ილონ მასკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი უკვე ცდილობს ხელოვნური ინტელექტის მკვლევარები Alphabet Inc-იდან Google-დან გადაიბიროს, რათა OpenAI-ის კონკურენტი სტარტაპი შექმნას.

ილონ მასკმა გასულ თვეში დაარეგისტრირა ფირმა სახელად X.AI Corp, რომელიც, სახელმწიფო განაცხადის მიხედვით დაფუძნებულია ნევადაში. ფირმის ერთპიროვნულ დირექტორად დასახელებულია მასკი, ხოლო მისივე ოჯახის ოფისის მმართველი დირექტორი ჯარედ ბირჩალი - მდივნად.

მანამდე, ილონ მასკმა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა ჯგუფმა ექვსთვიანი ვადა დაასახელეს, რომლის განმავლობაშიც მათ OpenAI-ის ახლადგაშვებულ GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემები უნდა შეიმუშაონ.

ამასთან, მასკმა ინტერვიუში ხელოვნური ინტელექტის შესახებ თავისი გაფრთხილებები გაიმეორა და თქვა, რომ "AI უფრო საშიშია, ვიდრე, მაგალითად, თვითმფრინავის დიზაინის ან წარმოების არასწორად მართვა ან მანქანის ცუდად წარმოება".

„მას აქვს ცივილიზაციის განადგურების პოტენციალი“, - აღნიშნა ილონ მასკმა.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერი OpenAI-ის თანადამფუძნებელი იყო 2015 წელს, მაგრამ კომპანიის მენეჯმენტი 2018 წელს დატოვა. 2019 წელს მან ტვიტერში დაწერა, რომ დატოვა OpenAI, რადგან Tesla-სა და SpaceX-ზე მოუწია ფოკუსირება.

Businesspartner