ილონ მასკი ჰუმანოიდ რობოტ Tesla Bot-ს მომავალი წლისთვის შექმნის
ილონ მასკმა ჰუმაინოიდი რობოტის Tesla Bot შექმნა დაანონსა.
ბიზნესმენის თქმით, რობოტი ეკონომიკას სრულიად შეცვლის. Tesla Bot-ის გააკეთებს საქმეს, რისი გაკეთებაც ადამიანებს ყველაზე ნაკლებად უყვართ.
Tesla Bot სამუშაოს ნეირონული ქსელის და ახალი სუპერკომპიუტერი Dojo-ს დახმარებით შეასრულებს.
„პრინციპში, თუ დავფიქრდებით იმაზე, რას ვაკეთებთ ავტომობილებით, Tesla, შესაძლოა, მსოფლიოში რობოტექნიკის სფეროს უმსხვილესი კომპანია იყოს, რადგანაც ჩვენი მანქანები ჰგავს ნახევრად ინტელექტუალურ რობოტებს ბორბლებზე“, - განაცხადა ილონ მასკმა.
რობოტის სიმაღლე 173 სმ, წონა კი, 57 კგ. იქნება. სახის ნაცვლად კი ექნება ეკრანი, რომელზეც სასარგებლო ინფორმაცია გამოისახება. რობოტი 8 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებას შეძლებს. მის ხედვას კი უზრუნველყოფს ისეთვე კამერები, როგორიც Tesla-ს თვითმავალ ავტომობილებს აქვს.
Tesla Bot-ის პროტოტიპი სავარაუდოდ, 2022 წელს გამოჩნდება.