მსოფლიო
12/06/2023

IATA თვითმფრინავების მიწოდების ჯაჭვში პრობლემების შესახებ აცხადებს

ავიაკომპანიები მზად არიან ზაფხულის ქაოსის თავიდან ასაცილებლად - ამის შესახებ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) აცხადებს.

ასოციაციის მოუწოდებს თვითმფრინავების მწარმოებლებს, დროულად დააფიქსირონ თვითმფრინავების მიწოდებაში შეფერხებები და დააჩქარონ თვითმფრინავებისა და ნაწილების წარმოება, რადგან საჰაერო მოგზაურობაზე მოთხოვნა პანდემიამდელი დონეს უახლოვდება.

IATA მიწოდების ჯაჭვების წყვეტაში, Airbus-სა და Boeing-ს ადანაშაულებს, ასევე თვითმფრინავების ძრავების შეკეთების ქსელში არსებულ შეფერხებებზეც მიუთითებს, რამაც ავიაკომპანიები აიძულა ათობით თვითმფრინავი გაეჩერებინათ.

ავიახაზების ასოციაციის განცხადებით, მზად არიან თავიდან აირიდონ გასული წლის სამოგზაურო ქაოსის განმეორება, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ფრენა მაინც შეიძლება შეფერხდეს მასშტაბური გაფიცვების გამო. შედეგად, ავიაკომპანიები იძულებული ხდებიან გადადებული ან დაგვიანებული ფრენებისთვის კომპენსაცია გადაიხადონ.

„ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ზეწოლა მაინც მომხმარებელზე მოდის, რადგან ვინც იხდის, ეს მომხმარებელია. მართალია, კომპენსაციის გაცემა ეკისრება ინდუსტრიას, მაგრამ ინდუსტრია ვერ ჩამოწერს ამ ხარჯებს, ეს აუცილებლად აისახება ბილეთების ფასებზე. ასე რომ, მათი კონტროლის მიღმა არსებული პრობლემების გამო რაც უფრო რთულდება ავიაკომპანიის ოპერირება, მით უფრო მეტი ხარჯი აქვთ მათ და მით უფრო აისახება ეს ბილეთების ფასებზე. ეს გაზრდის ბილეთების ფასებს და არასახარბიელოდ იმოქმედებს ავიაბიზნეს გარემოზე“ - აცხადებს IATA-ს გენერალური დირექტორი უილი უოლში.

IATA ელის, რომ 2023 წელს დაახლოებით 4,35 მილიარდი მგზავრი იმოგზაურებს, რაც თითქმის 2019 წლის დონეს აღწევს, როდესაც მოგზაურების რაოდენობა 4,54 მილიარდს აღწევდა.