H&M-მა მოსალოდნელზე მაღალი მოგების შესახებ განაცხადა
მსოფლიოში მეორე უმსხვილესმა მოდის საცალო ვაჭრობის ქსელმა H&M-მა მოსალოდნელზე ძლიერი მოგების შესახებ განაცხადა.
შვედური ჯგუფის საოპერაციო მოგება მარტი-მაისის ფისკალურ მეორე კვარტალში 4,74 მილიარდი შვედური კრონი (438,55 მილიონი აშშ დოლარი) იყო წინა წელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი დაბალია გასული წლის 4,98 მილიარდ კრონთან შედარებით, თუმცა, აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს - 4,07 მილიარდს.
კომპანიის შესაფებით, არსებული მაჩვენებლები მესამე კვარტლისთვის კარგი სტარტია. H&M ცდილობს დაეწიოს უფრო სწრაფად მზარდ თავის კონკურენტებს.
კომპანია ჩამორჩება Zara-ს მფლობელ Inditex-ს, ამიტომ, ცდილობს გაზარდოს მოდური მიმზიდველობა და თავისი ძვირადღირებული ბრენდის Cos-ის გაყიდვები. H&M-ის სამიზნე ამ შემთხვევაში მაღალი ხარჯებისადმი ნაკლებად მოწყვლადი მომხმარებელია, რადგან, დაბალფასიანი ბაზრის სეგმენტის დიდი ნაწილს უკვე სწრაფად იპყრობს სწრაფი მოდის გიგანტი Shein.
მეორე კვარტალში H&M-ის საოპერაციო მოგების მარჟა 8.2%, რაც წინა წელს 9.2% იყო. შარშან ჯგუფმა თანამდებობებიდან გათავისუფლების და სხვა ხარჯების შემცირების ტალღა წამოიწყო, რაც კომპანიის განმარტებით, მას ხარჯების დაზოგვაში დაეხმარება.
H&M-ის აქციების ფასი ბოლო 12 თვის განმავლობაში 27%-ით გაიზარდა, რაც Inditex-ის აქციების 58%-იან ზრდას ჩამორჩება.