გერმანელმა მწარმოებლებმა მრავალფუნქციური რობოტი შექმნეს - რა შეუძლია Citybot-ს?
ავტონომიური, მრავალფუნქციური და გამონაბოლქვისგან თავისუფალი - გერმანელმა მწარმოებლებმა რობოტი სახელად Citybot-ი შექმნეს და გეგმავენ რობოტი-მანქანა დღედაღამ მართონ, რათა დაეხმარონ ადგილობრივ თემებს ნაგვის შეგროვებაში, ხეების მორწყვაში და გაზონის გაკრეჭვაში. ასევე, მას შეუძლია აეროპორტებში ბარგის დახარისხება და ხალხის ნაკადების მართვა.
Citybot-ის შემქმნელების მიზანია სენსორებით აღჭურვილი მანქანა გაციფრულებულ გარემოში ავტონომიურად იმართოს. რობოტი ელექტროენერგიის ან წყალბადის საშუალებით მუშაობს. ხელოვნური ინტელექტი Citybot-ს საშუალებას აძლევს ამოიცნოს და განასხვავოს ობიექტები და ასევე განაცალკევოს ნაგავი.
საინჟინრო კომპანია EDAG, რომელიც ფრანკფურტის ჩრდილოეთითაა დაფუძნებული, ამბობს, რომ მეტი მონაცემების შეგროვებას გეგმავს, რათა Citybot-ს მუდმივ რეჟიმში მუშაობა შეეძლოს.
კომპანიის შემდეგი ნაბიჯი Citybots-ების აეროპორტებში განლაგება იქნება, რათა თვითმფრინავებს ასაფრენ ზოლზე გაუძღვნენ და ბარგი დაამუშაონ.
ვიდრე ეს მოხდება, რეალურ ცხოვრებაში Citybot-ებს ფრანკფურტის ფეხბურთის სტადიონზე გამოცდიან.