მსოფლიო
10/06/2023

General Motors-ი, Ford-ი და Tesla ელექტრომობილების დატენვის ერთიან სტადარტზე შეთანხმდნენ

General Motors თავისი ელქტრომობილების მყიდველებს საშუალებას მისცემს Tesla Supercharger ქსელში შეძლონ საკუთარი ავტომობილების დამუხტვა. ამით მწარმოებელი უერთდება Ford-ის ინიციატივას, ჩრდილოეთ ამერიკაში დამტენის ერთიანი სტანდარტი შემოვიდეს.

GM-ის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ახლა უკვე ელექტროავტომობილების სამი წამყვანი მწარმოებელი თანხმდება დატენვის სტანდარტზე. შეთანხმების შესახებ GM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ და Tesla-ს ხელმძღვანელმა ელონ მასკმა Twitter Spaces-ზე განაცხადეს.

ინვესტორები მიესალმნენ ამ გარიგებას და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის დატენვის ერთი სტანდარტის პერსპექტივას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, GM-ისა და Tesla-ს აქციები 4%-ზე მეტად გაიზარდა.

აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებლების შორის სამი წამყვანი კონკურენტის შეთანხმებას მნიშვნელოვანი კომერციული გავლენა ექნება.

მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ "კომბინირებული დამუხტვის სისტემის" (CCS) სტანდარტის მიღების შესახებ განაცხდა და კონკურსი გამოაცხადა კომპანიებისთვის. განაცხადი მილიარდობით დოლარის ფედერალურ სუბსიდიებს მოიცავს ყველაზე დატვირთულ მაგისტრალებზე ახალი დამტენი სადგურების შესაქმნელად. Tesla-ს, Ford-სა და GM-ს შორის ალიანსი კი ეჭვქვეშ აყენებს თეთრი სახლის ინიციატივას.

მაისში Ford-ისა და Tesla-ს გარიგების შემდეგ ტრანსპორტის მდივანმა პიტ ბუტიჯიგმა CNBC-ს განუცხადა, რომ ინდუსტრია საბოლოოდ ალბათ, ერთ სისტემაზე შეჯერდება, თუმცა, მანამდე ადაპტერები ჯვარედინი გამოყენების საშუალებას უნდა იძლეოდნენ.

Tesla, GM და Ford ერთად, აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების დაახლოებით 70%-ს შეადგენენ. ინდუსტრიის ლიდერები განსხვავებულ EV დამტენებს ელექტრომანქანების ფართოდ გავრცელებაში ხელისშემშლელ ბარიერად მიიჩნევენ.