მსოფლიო
22/06/2023

FED: ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო განყოფილების თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ინფალციის შემცირების პროცესს „დიდი გზა აქვს გასავლელი“.

ამის შესახებ მან კონგრესის წინაშე, მონეტარული პოლიტიკის განხილვისას ისაუბრა და ხაზი გასუვა ცენტრალური ბანკის ბრძოლას ინფლაციის შესამცირებლად.

”ინფლაცია გარკვეულწილად შემცირდა გასული წლის შუა პერიოდის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მისი ზეწოლა კვლავ მაღალია და ინფლაციის 2%-მდე დაბრუნების პროცესი ხანგრძლივია“ - განაცხადა პაუელმა სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე დაიცვა ცენტრალური ბანკის საბანკო რეგულირებისა და კაპიტალის წესების მიმოხილვა სკეპტიკურად განწყობილი რესპუბლიკელი კანონმდებლებისგან, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ გაზაფხულზე ბანკების წარუმატებლობით.

FED-მა გასულ კვირას საპროცენტო განაკვეთების ზრდა შეაჩერა. ჯერომ პაულის განცხადებით, ეს ერთგავარი წინდახედულებაა, რაც გადაწყვეტილების მიღებამდე ფედერალურ რეზერვს საშუალებას აძლევს მეტი ინფორმაცია შეგროვოს განაკვეთების შემდგომი ზრდის შესახებ. ეს კი, FED-ის შეფასებით, კვლავ საჭირო იქნება წლის ბოლომდე.

პაუელმა ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ბანკებს ჰქონდეთ კაპიტალის მაღალი დონე, მაგრამ მარეგულირებლებმა უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დანაკარგები დიდი რეზერვების შეკვეთისას. სხვა ქვეყნების მხრიდან დედოლარიზაციის საფრთხის შესახებ კითხვაზე, ჯერომ პაულმა განაცხადა, რომ ის ელის, რომ აშშ დოლარი მსოფლიო სარეზერვო ვალუტად დარჩება, ვიდრე შეერთებულ შტატებში დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა იარსებებს.

Businesspartner