ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ისევ გაზარდა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ზედიზედ მეათედ გაზარდა და მიანიშნა, რომ სავარაუდოდ პოლიტიკის გამკაცრება აღარ გაგრძელდება.
გადაწყვეტილების შესაბამისად, ევროპის 20 ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, რომლებიც ევროს იყენებენ - განაკვეთები 3,75%-დან 4%-მდე გაზარდეს, რაც ევროს ვალუტისთვის ყველა დროის მაქსიმუმია.
ბაზრები და ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკის გამკაცრების ეს ნაბიჯი ბოლო იქნება და ელიან ხანგრძლივ პაუზას, რასაც მომავალი წლის მეორე ნახევარში განაკვეთების შემცირება მოჰყვება.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს საშუალოვადიან, 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს. ჩვენი მიზნისკენ მიმავალი პროგრესის გასამტკიცებლად, მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდოს. მთავრობების უმეტესი ნაწილი ჩვენს მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. ჩვენი მომავალი გადაყვეტილებები იქნება გარანტი იმისა, რომ ECB-ის ძირითადი საპროცენტო განაკვეთები საკმარისად შემზღუდავ დონეზე დარჩეს, ვიდრე ამის საჭიროებას დავინახავთ“ - განაცხადა ევროპის ცეტრალური ბანკის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა.