მსოფლიო
22/03/2023

ევროპის ცენტრალური ბანკი საჭიროების შემთხვევაში, ევროზონის ბანკებს სესხებით დაეხმარება

ევროპის ცენტრალური ბანკი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს ევროზონის ბანკებს სესხებით - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა.

მან ფაქტობრივად, ადრე გაცემული გარანტიების შესახებ გაიმეორა, მას შემდეგ, რაც შვეიცარიის შუამავლობით Credit Suisse-ის გადარჩენა მოხერხდა.

ლაგარდმა ევროპარლამენტის კომიტეტს განუცხადა, რომ ევროზონის ბანკები გამოირჩევიან "მდგრადი, ძლიერი კაპიტალით და ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებლებით", მაგრამ, მისივე თქმით, ცენტრალური ბანკი საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მზად არის.

ამასთან,ECB-ის პრეზიდენტი მიესალმება "შვეიცარიის ხელისუფლების სწრაფ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს", რომლებმაც Credit Suisse-ისა და კონკურენტი UBS-ის შერწყმა უზრუნველყვეს. მისი თქმით, ეს გარემოება ხელსაყრელია ბაზარზე წესრიგის აღსადგენად და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბაზრის მოვლენებს და მზად ვართ გამოწვევებს ვუპასუხოთ საჭიროებისამებრ, რათა შევინარჩუნოთ ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა ევროზონაში. ევროზონის საბანკო სექტორი მდგრადია, ის გამოირჩევა ძლიერი კაპიტალითა და ლიკვიდურობით. ნებისმიერ შემთხვევაში, ECB სრულად არის აღჭურვილი პოლიტიკის ისეთი ინსტრუმენტებით, რომელიც უზრუნველყოფს ევროზონის ფინანსური სისტემის ლიკვიდურობის მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში, და შეუძლია, უზრუნველყოს მონეტარული პოლიტიკის რბილი ცვალებადობა“ - განაცახდა ქრისტინ ლაგარდმა.

Businesspartner